საპატრიარქოს განცხადების საფუძველზე, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანას ავაცილოთ არასასურველი მოვლენები“ – სანდრო ბრეგაძე

„ქართული მარში“ საპატრიარქოს მიმართავს და სთხოვს, ლგბტ აქტივისტების „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს.

„მივმართავ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, მის საჭეთმპყრობელს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს, წმინდა სინოდს, მთელი ქართველი ერი მოუთმენლად ელოდება საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „გეი პრაიდთან“ დაკავშირებით. საქართველოს საპატრიარქოს განცხადება უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თუ განცხადება იქნება ადეკვატური და რეალური, შესაძლებელია, რომ საპატრიარქოს განცხადების საფუძველზე, ჩვენს ქვეყანას ავაცილოთ ის შესაძლო არასასურველი მოვლენები, რომელიც შეიძლება განვითარდეს. სირაქლემას პოზაში ვერ ჩადგება ვერც პოლიტიკური პარტიები, ვერც საერო პირები, ვერც საზოგადო მოღვაწეები, ვერც სასულიერო პირები და ვერც ვერცერთი ისტიტუცია. ყველამ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია“ – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ 18-24 ივნისს, თბილისში, ლგბტ საზოგადოება „ღირსების მარშს“ მართავს.

მსგავსი თემები