საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა  – ეკლესიები არ დაიხურება

საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით,  მრევლი ტაძარში  21:00 საათამდე მივა და 06:00 საათამდე დარჩება. ამით ისინი კომენდანტის საათს არ დაარღვევენ და საზეიმო წირვაშიც მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, ყველა რეკომენდაცია დაცული იქნება.

„ბევრი კონსულტაცია გახდა საჭირო, პოზიციების დახვეწა და შეჯერება. მუდმივად გვქონდა სახელმწიფოსთან კონსულტაცია და საბოლოო ჯამში მივიღეთ აუცილებელი და საკმარისი პირობები, რომ ამ რთული ვითარების გათვალისწინებით, არ მოხდეს ეკლესიის დახურვა მრევლისთვის და მათ შეძლონ დღესასწაულის აღნიშვნა. გათვალისწინებული იქნება ყველა რეკომენდაცია.  ეს რეკომენდაციები ეხება კომენდანტის საათს, გადავწვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს 21:00 საათამდე ტაძარში და ტაძარი დატოვოს დილის 06:00 საათამდე, ეს არის ძალიან შეღავათი პირობა ამ რთულ ვითარებაში“ – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.  

მსგავსი თემები

One Thought to “საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა  – ეკლესიები არ დაიხურება”

  1. I have read some excellent stuff here. Certainly value bookmarking
    for revisiting. I wonder how so much effort you put to make this sort of fantastic informative website.