საპარლამენტო დელეგაციამ გერმანულ მხარეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მძიმე ვითარება გააცნო

სოფო კილაძე და ირაკლი მეზურნიშვილი ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს იოჰანეს კარსს და ბუნდესტაგის სოციალ-დემოკრატების ფრაქციის ხელმძღვანელს, ნილს შმიდს შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ამ კუთხით საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ქართულმა მხარემ გერმანულ მხარეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტები გააცნო და იმ ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე ისაუბრეს, რომელიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ეფექტიან განხორციელებას უკავშირდება.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა გერმანელ კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე და დაგეგმილ რეფორმებზე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის თაობასა და გერმანული კომპანიებისთვის ქართული ბაზრის ათვისების განსაკუთრებულ უპირატესობებზე, ქართული პროდუქციის გერმანულ ბაზარზე პოპულარიზებისა და თანამშრომლობის ახალი ფორმატების დამყარებაზე საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი ხორციელდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქათველოს საელჩოს მხარდაჭერით.

მსგავსი თემები