საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული მოზარდი თავისუფალია

გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიიდან საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული 17 წლის მოზარდი თავისუფალია.

სუს-ის ინფორმაციით, გათავისუფლებული მოზარდი უკვე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა მოზარდი გუშინ, ღამით დააკავეს.

მსგავსი თემები