სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტით, საქართველო წელიწადში 1.1 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, თურქეთში სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი – ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) გახსნა.

პროექტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივად დააჭირეს ხელი სიმბოლურ ღილაკს, რომლითაც ბუნებრივი აირის ნაკადი აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით ამ პროექტის ფარგლებში პირველად გაეშვა.

პროექტის ღირებულება 10 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. TANAP-ის მილსადენი წლიურად 16 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს გაატარებს. მომავალში დაგეგმილია გამტარუნარიანობის გაზრდა, 2023 წლისთვის – 23 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2026 წლამდე – 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე.

დღეის მდგომარეობით, აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-ს საქართველო განხორციელებული ტრანზიტისთვის წილის სახით იღებს, რაც წელიწადში 300 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეადგენს, ექვსი მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ.

მომავალში, როდესაც სამხრეთის გაზის დერეფნის საშუალებით წლიურად 23 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანზიტი განხორციელდება, შესაბამისად, საქართველო წლიურად 1.1 მილიარდზე მეტ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს სატრანზიტო წილის სახით მიიღებს.

მსგავსი თემები

2 Thoughts to “სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტით, საქართველო წელიწადში 1.1 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს”

  1. Howdy exceptional blog! Does running a blog such as this require a large amount of work?
    I’ve no knowledge of coding however I had been hoping
    to start my own blog soon. Anyway, if you have
    any recommendations or tips for new blog owners please
    share. I understand this is off topic but I just had to ask.
    Appreciate it!

  2. I enjoy what you guys are usually up too. This type of clever work and
    coverage! Keep up the amazing works guys I’ve incorporated
    you guys to my own blogroll.