დე ფაქტო ხელისუფლებამ, ქართველი ბავშვები აიძულა, ანტი ქართული სიმღერები შეესრულებინათ

ოკუპირებულ აფხაზეთში, დე ფაქტო ხელისუფლებამ, გალის რაიონის სკოლების, ქართველი მოსწავლეები აიძულა, სამხედრო ტანსაცმელში გადაცმულებს, ანტი-ქართული სიმღერები შეესრულებინათ და იგივე შინაარსის ლექსები წაეკითხათ. დე ფაქტო ხელისუფლება, სექტემბრის ბოლო დღეებში, აფხაზეთის  “გამარჯვებას” აღნიშნავს. 

როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ოკუპანტის მიზანია, ბავშვებს დაუმახინჯონ ცნობიერება და მოახდინონ ეროვნული იდენტობის შეცვლა. 

 „როგორც შარშან მიმდინარე წელსაც ე.წ. გამარჯვების დღეს, 27 სექტემბერს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ჩაიდინა მორიგი ძალადობა ქართველ მოსწავლეებზე, რომელიც სიძულვილის, მილიტარიზმისა და ომის პროპაგანდაში გამოიხატა. საცოდავმა ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა მათი მცდელობა დაამახინჯონ ბავშვების ცნობიერება, ნაბიჯ-ნაბიჯ მოახდინონ მოსწავლეთა ეროვნული იდენტობის შეცვლა, აღზარდონ ახალი ოქტომბრელები და პიონერები, ჩასაფუშავად არის განწირული,” – განაცხადა ჯემალ გამახარიამ

ჯემალ გამახარიამ  იმედი გამოთხვა,  რომ 27 სექტემბერს გალის რაიონში მომხდარი ეს ფაქტი არ დარჩება საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების მიღმა.

მსგავსი თემები