„სამშობლოს ერთიანობის ხარჯზე, ნებისმიერი საკითხის განხილვა მიუღებელია“ – კობა კობალაძე რასმუსენის წინადადებაზე

„საკმაოდ მიუღებელი ფაქტი მოხდა, როდესაც, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, მიუღებელ ფორმაში, შესაძლებლად ჩათვალა საკუთარი აზრის გამოხატვა. როდესაც მსჯელობა მიდის ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე, ნებისმიერი ჩვენი ქვეყნის პარლამენტის წევრს უფლება უნდა ჰქონდეს, მოისმინოს და დაესწროს საერთაშორისო კონფერენციას. ეს ხომ არ არის პრივატული საღამო, იქ ჩვენი ქვეყნის მომავალზე მიდის საუბარი“, – ასე შეაფასა, საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარი ინციდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრმა და გენერალმა კობა კობალაძემ.

როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩვენი სწრაფვა ევროატლანტიკურ სივრცისკენ დაფიქსირებულია, თუმცა, უნდა ვისაუბროთ ქვეყნის ერთიანობის კონტექსტში.

„ის, რაც რასმუსენმა განაცხადა, ეს იყო მისი აზრი და მისი ვარაუდი. ვერავინ მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩვენი ხალხის და ჩვენი ხედვის გარეშე. ნებისმიერი ჩვენგანი, პირველ რიგში, ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობაზე, იმაზე რომ ეს ქვეყნა იყოს თავისუფალი. თუ რომელიმე გაერთიანებაზე ჩვენ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ამ ქვეყნის თავისუფალი ხარისხის დაცულობიდან გამომდინარე. ერთპიროვნულად არავის შესწევს ძალა ეს გადაწყვეტილება მიიღოს. ეს არის ჩვენი ხალხის გადასაწყვეტი“ – განაცხადა კობა კობალაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

დეპუტატის შეფასებით, ჩვენი ქვეყნის ერთიანობის ხარჯზე გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელია.

„არავითარ შემთხვევაში, ჩემი ქვეყნის ტერიტორიების ერთიანობის, სიძლიერის ხარჯზე არ უნდა მივიღოთ არც ერთი გადაწყვეტილება. ჩემი სამშობლოს ერთიანობის ხარჯზე, ნებისმიერ საკითხის განხილვა არის მიუღებელი“ – განაცხადა კობა კობალაძემ.

მსგავსი თემები