სამშენებლო დარღვევა სისხლის სამართლის წესით დაისჯება

„ზოგიერთი სამშენებლო დარღვევა, კერძოდ, K1 და K2 პარამეტრის დარღვევა, სიმაღლის პარამეტრის დარღვევა, უნებართვო მშენებლობა, მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტის შეუსრულებლობა სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კომპანიას დაეკისრება K1 და K2 პარამეტრის დარღვევის, ასევე სიმაღლის პარამეტრის დარღვევის, უნებართვო მშენებლობის, მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტის შეუსრულებლობისთვის, რაც ნიშნავს ამ აქტის დაუმორჩილებლობას და მშენებლობის უკანონოდ გაგრძელებას.

„მე დავავალე ვიცე-მერს, ბატონ ირაკლი ხმალაძეს და შესაბამის სამსახურებთან ერთად დაიწყო მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე. დღედ უკვე დასრულებულ პაკეტს გადავუგზავნოთ საქართველოს პარლამენტს.  ჩვენ გავხდით იძულებულები, ამ ცვლილებებით წავსულიყავით რადიკალიზაციაზე და მიგვეღო რადიკალური ზომები. ეს ცვლილებები ითვალისწინებს ზოგიერთ სამშენებლო მიმართულების დარღვევაზე სისხლის სამართლებრივ დანაშაულში გადაყვანას, ანუ თუ იყო ადმინისტრაციული, უკვე იქნება სისხლის სამართლის დანაშაულის სტატუსი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მექანიზმი მოხსნის ყველა იმ პრობლემას, რომელიც დღეს გვაწუხებს ქალაქში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები