„სამეფო კლუბი“ საქართველოს მეფედ პრინც ხუან ბაგრატიონს განიხილავს

„მეფე იქნება და არის ასეთი ადამიანი, ვისზეც მე 10 წლის წინ დავიწყე საუბარი. უბრალოდ, ამ ეტაპზე, მან მთხოვა, რომ რადგან ჯერ მზად არ არის, ახალი ჩამოსულია საქართველოში, მისი ვინაობა არ გავამხილო“ – აღნიშნული განცხადება „სამეფო კლუბის“ დამფუძნებელმა, პოლიტოლოგმა გია ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

ადამიანი, რომელზეც „სამეფო კლუბი“ სწორებას აკეთებს, ესპანეთში მცხოვრები ბაგრატიონების შთამომავალი პრინცი ხუან ბაგრატიონია. მან ქართველ გოგონაზე იქორწინა და ახლა, უკვე მეფობისთვისაც ემზადება.

„ის საქართველოში ახალი ჩამოსულია, ეცნობა ამ ქვეყანას, დაქორწინდა და ამ ეტაპზე, მისი დასახელებით, არ მინდა ხელი შევუშალო. მის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძალიან კარგად იცის. თუ მოინდომებს, კარგად იცის, ვისზე ესაუბრება ესპანეთი მეფე, ვინ არის ესპანეთის მეფის პირველი ნათესავი საქართველოში“ – აღნიშნა გია ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება დავით ბაგრატიონ-მუხრანელს და მის 8 წლის ვაჟს, „სამეფო კლუბი“ მათ მეფობის კანდიდატად არც განიხილავს.

„თუ 8 წლის ბავშვზე მეკითხებით, თუ ის გახდება საქართველოს სამეფო სახლის ტახტის მემკვიდრე, ეს მოხდება 15 წლის შემდეგ. 15 წელიწადი თუ აქვს საქართველოს დაცდის დრო, ეს სხვა ვარიანტია. ჩვენ დღეს გვჭირდება ეს ცვლილებები, როდესაც ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზეა. დავითის და ანას შვილი ვერ გამეფდება, რადგან ის არასწრულწლოვანია“ – აღნიშნა გია ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები