სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე ნიკოლოზ დიასამიძეს ავთანდილ გალდავა შეცვლის.

ავთანდილ გალდავა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ნიკოლოზ დიასამიძე კი შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გადაინაცვლებს.

მსგავსი თემები