„სამართლიანობა ხოჯალისთვის“ – ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა

დღეს, აზერბაიჯანში ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაღუპულებს იხსენებენ. სწორედ 28 წლის წინ, 1992 წლის 25-26 თებერვლის ღამეს, სომხეთის შეიარაღებული ფორმირებები, რუსეთის 366-ე მოტომსროლელი პოლკის სამხედროების მონაწილეობითა და ჯავშანტექნიკის დახმარებით, ქალაქ ხოჯალის დაესხნენ თავს, მსხვერპლი დიდი იყო, გარდაცვლილებს აზერბაიჯანში დღემდე დიდი პატივით იხსენებენ.

„ყველაზე სისხლიანი ტრაგედია“ – ასე იხსენენებ „ხოჯალის ტრაგედიას“. გენოციდის მემორიალი,  აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ გვირგვინებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს სისხლიანი წარსული.

ლოზუნგით „სამართლიანობა ხოჯალისთვის“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მრავალრიცხოვანი აქციებიც კი გაიმართა.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით,  სომხური შეიარაღებული ფორმირებების ქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული იყო 613 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის – 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი. 1275 მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ჩავარდა. 150 ადამიანის, მათ შორის 68 ქალისა და 26 ბავშვის ბედი დღემდე უცნობია. 475-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. 8 ოჯახი მთლიანად განადგურდა. 25 ბავშვმა ორივე მშობელი დაკარგა, 130 ბავშვმა კი ერთ-ერთი მშობელი.

1994 წელს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ინიციატივით გამოქვეყნდა სპეციალური ბრძანება, რომლის მიხედვით 26 თებერვალი „ხოჯალის გენოციდის“ და ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი თემები

6 Thoughts to “„სამართლიანობა ხოჯალისთვის“ – ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა”

  1. You have noted very interesting details! ps decent internet site.

  2. I like what you guys are up too. Such smart work and reporting! Carry on the superb works guys I’ve incorporated you guys to my blogroll. I think it’ll improve the value of my web site :).

  3. A person necessarily help to make severely articles I might state. This is the very first time I frequented your web page and thus far? I amazed with the research you made to make this actual submit extraordinary. Excellent task!

  4. You have mentioned very interesting details! ps nice site.

  5. F*ckin’ awesome things here. I’m very satisfied to see your article. Thanks a lot and i am taking a look forward to touch you. Will you please drop me a mail?

  6. I simply could not go away your website before suggesting that I actually enjoyed the usual information an individual provide to your visitors? Is gonna be back steadily to check out new posts.