სალომე ზურაბიშვილმა, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში 30 000 ლარი გადარიცხა

საქართველოს პრეზიდენტმა „სალომე ზურაბიშვილის” ფონდიდან კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში 30 000 ლარი გადარიცხა.

„ფონდის ხელმძღვანელთან, ნათელა მაჭავარიანთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადავრიცხო 30 000 ლარი ჩემი პირადი ფონდიდან, რომელიც დაახლოებით, ერთი წლის წინ შეიქმნა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ქართველ ხალხს ჯანმრთელობა უსურვა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტმა ხელი დღეს ფონდის ხელმძღვანელთან ერთად მოაწერა.

მსგავსი თემები