სალომე ზურაბიშვილის დახმარებით, თამარ მეფის უნიკალური პორტრეტი დაბრუნდა 

ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით,  საქართველოს უნიკალური საგანძური დაუბრუნდა. პარიზში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა, ლია და მიხეილ ვოდეებმა საქართველოს ხელოვნების სასახლეს XIX საუკუნის დასასრულს შექმნილი თამარ მეფის უნიკალური პორტრეტი გადასცეს.

თამარის პორტრეტი შესრულებულია ზეთის საღებავებით. ნახატის  მარჯვენა ქვედა კუთხეში ავტორის ხელმოწერაც ჩანს, ინიციალების წაკითხვა პორტეტის სათანადო შესწავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ხელოვნების ნიმუში, უახლოეს მომავალში ხელოვნების სასახლის მუდმივ ექსპოზიციაში დაიმკვიდრებს ადგილს.

თამარ მეფის პორტრეტი პარიზში მცხოვრებ თამარ ბაგრატიონ – მუხრანელს ეკუთვნოდა. თამარი მიხეილ ბაგრატიონ მუხრანელის ქალიშვილი და დიდი ქართველი მრეწველის, აკაკი ხოშტარიას შვილიშვილი იყო.

უნიკალური საგანძურის სამშობლოსთვის გადაცემა მიხეილ და ლია ვოდეებმა რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტეს და ამისთვის სამშობლოში საგანგებოდ ჩამოვიდნენ.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ერთი წლის წინათ, და -ძმა ვოდეებმა, საქართველოს გამოჩენილი მხატვრის, სიმონიკა დადიანის უნიკალური კოლექციაც უსახსოვრეს.

 

მსგავსი თემები