სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად ილჰამ ალიევმა “გიანჯლიკში”, ოფიციალური ვახშამი გამართა

​საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად, რომელიც ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია, ბაქოში, პრეზიდენტის რეზიდენცია “გიანჯლიკში” ვახშამი გაიმართა.  სახელმწიფოს ლიდერებმა ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს და ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ სამაგალითო მეგობრობაზე გაამახვილეს.

“თქვენი ასეთი დახვედრა არის დასტური იმისა, რომ მასპინძლობა ჩვენი ერების ერთ-ერთი საერთო მახასიათებელია; ეს არის კავკასიური კულტურის ძირძველი ნიშანი, უცვლელი ტრადიცია. დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობას. მინდა გავიხსენო დიდი აზერბაიჯანელი, ისტორიული ფიგურა, ალი ბეი ჰუსეინზადე, რომელსაც ეკუთვნის აზერბაიჯანის აღორძინების პროგრამა – „თურქიზაცია, ისლამიზაცია, ევროპიზაცია“. ჩვენთვის – ქართველებისთვის ასეთი გმირი ილია ჭავჭავაძე იყო. მან ჩვენს ეროვნულ ლოზუნგად აქცია „მამული, ენა, სარწმუნოება“ და ევროპიზაციის იდეას ქადაგებდა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევთან ოფიციალურ ვახშამზე.

მისივე თქმით, ქართველებმა და აზერბაიჯანელებმა ერთად გაიარეს გზა თავისუფლებისკენ და სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს გზა დღეს საერთო მიზნებს სახავს. ორმა ქვეყანამ ერთდროულად დაიბრუნა დამოუკიდებლობა 1918 წელს, გამოსცადეს ფედერალური წყობაც, შემდეგ დაკარგეს დამოუკიდებლობა და მძიმე საბჭოთა წნეხის პერიოდი გამოსცადეს, და ბოლოს, ასევე ერთდროულად დაიბრუნეს დამოუკიდებლობა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობა მძიმედ დაგვაწვა, კონფლიქტები და ტერიტორიული მთლიანობის შელახვა ორივე ქვეყნის ტრაგედიაა.

“დღემდე ერთად ვიბრძვით საერთაშორისო ორგანიზაციებში – გაეროდან იუნესკომდე, რათა ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული და აღდგენილი. ამ ტრაგედიების მიუხედავად, შევძელით თანამედროვე სახელმწიფოების აშენება, თანამედროვე ეკონომიკის განვითარება და დიდი პროექტების განხორციელება. ჩვენ კავკასია მსოფლიო რუკაზე გამოვაჩინეთ – თქვენ ამ რუკაზე ჩანხართ, როგორც გაზისა და ნავთობის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი, ჩვენ კი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა ვართ. ჩვენი სამეული – აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ამ რეგიონის ენერგოგზების ქვაკუთხედი გახდა”, – განაცხადა ოფიციალურ ვახშამზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, კავკასიის პოტენციალი მსოფლიოსთვის, ამით არ იწურება და რეგიონის გამორჩეული მდებარეობისა და უნიკალური მონაცემებიდან გამომდინარე, დიდი როლი აქვთ შესასრულებელი. ორივე ქვეყანა იმ გზაზე მდებარეობს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აზიასა და ევროპას, ჩინეთსა და დასავლეთს, კასპიის ზღვასა და შავ ზღვას. ამ სატრანსპორტო დერეფნების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.

პრეზიდენტის აზრით, იმისთვის, რომ ეს გზები მაქსიმალურად დაიტვირთოს და სათანადო მნიშვნელობა შეიძინოს, აუცილებელია, რეგიონმა შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა. “ყველას გვჭირდება მეტი ინვესტიცია, მეტი პარტნიორი, მეტი ტურისტი, მეტი ბაზრები. ეს ყველაფერი ჩვენს სტაბილურობაზეა დამოკიდებული. სტაბილურობისა და წინსვლის განუყოფელი ნაწილია კულტურა. ჩვენმა ქვეყნებმა ღირსეული ადგილი უნდა დაიკავონ მსოფლიო და ევროპულ თანამეგობრობაში, რომელიც, ეკონომიკის გარდა, სწორედ კულტურის სფეროს მოიცავს. დადგა დრო, როცა საქართველომ და აზერბაიჯანმა თავიანთი კულტურა სავიზიტო ბარათად უნდა აქციონ. ჩვენ ვფიქრობთ ახალ სტრატეგიებზე: ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებზე, ვფიქრობთ მასშტაბურ კულტურულ პროექტებზე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეებს შეხვდება.

“მათ მიმართ დიდ სიახლოვეს ვგრძნობთ და გვინდა, რომ ვიზრუნოთ მათზე – ისევე, როგორც თქვენ გინდათ, ხელი გაუწოდოთ აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს. ეს ადამიანები ერთმანეთთან მტკიცედ აკავშირებენ ჩვენს ქვეყნებს. მინდა ვისურვო, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და დიდი თუ პატარა მეზობლების კეთილგანწყობით მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საწინდარი იმ რეგიონში, რომელიც კულტურებისა და ცივილიზაციების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენ მსოფლიოს წინაშე ვალდებული ვართ, დავიცვათ მისი უნიკალურობა!”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურ ვახშამზე.
 
თავის მხრივ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ დღეს არსებობს კარგი შესაძლებლობები და პერსპექტივები აზერბაიჯანსა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად, ესენია: ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურის სფეროები.

მსგავსი თემები

9 Thoughts to “სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად ილჰამ ალიევმა “გიანჯლიკში”, ოფიციალური ვახშამი გამართა”

  1. If you wish for to grow your familiarity just keep visiting this
    website and be updated with the most recent gossip posted here.

  2. Lovely just what I was looking for.Thanks to the author for taking his clock time on this one.

  3. I visited a lot of website but I believe this one has got something extra in it in it

  4. Thanks for another wonderful post. The place else could anyone get that type of info in such a perfect method of writing? I have a presentation subsequent week, and I am on the search for such information.

  5. I was looking at some of your posts on this internet site and I conceive this web site is very informative ! Keep on posting.

  6. In the great pattern of things you’ll secure a B- just for hard work. Where you lost everybody was first in your particulars. You know, as the maxim goes, the devil is in the details… And that could not be more true right here. Having said that, allow me say to you exactly what did deliver the results. The article (parts of it) is actually very powerful and this is most likely why I am making an effort to opine. I do not make it a regular habit of doing that. Second, whilst I can easily notice the jumps in reason you make, I am definitely not sure of exactly how you seem to connect your points which inturn make your conclusion. For right now I shall yield to your position however hope in the near future you connect your dots better.

  7. This is a very good tips especially to those new to blogosphere, brief and accurate information… Thanks for sharing this one. A must read article.

  8. After all, what a great site and informative posts, I will upload inbound link – bookmark this web site? Regards, Reader.

  9. Excellent post. I was checking continuously this blog and I am impressed! Very helpful info particularly the closing section :) I care for such information a lot. I was seeking this particular information for a very lengthy time. Thanks and good luck.