სალომე ზურაბიშვილის გზავნილებს ევროკავშირი ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს – კარლ ჰარცელი 

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირთან თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ კარლ ჰარცელმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის გზავნილებს ევროკავშირი ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს. ელჩი ასევე დაინტერესდა ახალი პრეზიდენტის გეგმებით და საზოგადოების შერიგების პროცესთან დაკავშირებული ხედვით.

„ეს იყო პირველი შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან არჩევნების შემდეგ. მკითხა, როგორია პირველი გეგმები.  დაინტერესდა როგორ ვაპირებდი მუშაობას და რას ნიშნავდა ჩემთვის შერიგების პროცესი, რაც საზოგადოებასთან უნდა დაიწყოს. მესამე და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც შეეხო საუბარი, იყო ის საერთო გეგმები, რაც შეიძლება არსებობდეს ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით. ძალიან ბევრი რამ არის, რაც შეიძლება, გაკეთდეს“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები