“საკონსტიტუციო ცვლილებები თუ ვერ განხორციელდება, არჩევნები არსებული წესით ჩატარდება” – გია ვოლსკი

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაში მონაწილეობას კვლავ არ აპირებენ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. პარტიის წევრების განცხადებით, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ, ვიდრე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება.

„ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება, მათ შორის ჩვენი თანამონაწილეობით, ეს იქნება შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულდება 8 მარტის შეთანხმება, რომელიც ეხება პოლიტპატიმრებს და მოხდება გიორგი რურუას გათავისუფლება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი დეპუტატებისა და „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიციის გათვალისწინებით, უმრავლესობას კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭირო 113 ხმის მოგროვება არ გაუჭირდება.

„ოპოზიცია თუ არ ჩაერთვება, არის რაოდენობა, რომელიც მხარს დაუჭერს. მაგრამ, თუკი, ვთქვათ, აქაც რაღაც მოხდა, მაშინ ოპოზიციამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნები ჩატარდება იგივე წესით, რაც არსებობს. ვერ შევცვლით ვერაფერს და ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი თემები