“საკმაოდ საინტერესო პროცესები იქნება, გავერთობით, კინო აწი იწყება” – კახა კალაძე ოპოზიციაზე

“საკმაოდ საინტერესო პროცესები იქნება, გავერთობით, კინო აწი იწყება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ წარმომადგენლების მიერ საერთო კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით და იმის შესახებ განაცხადა, რომ ისინი ვერ თანხმდებიან.

ამასთან, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლება და არჩევნები ჩატარდება იმ სისტემით, რაზეც შეთანხმდნენ.

„ჩემი მოლოდინი არის ის, რომ პარლამენტში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს ამ საარჩევნო სისტემის ცვლილებას, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნისთვის, არსებული პოლიტიკური მდგომარეობისთვის. მგონია, რომ ჩვენ, ყველა მოვახერხებთ საარჩევნო სისტემის ცვლილებას და არჩევნები ჩატარდება იმ შემოთავაზებული სისტემით, რაზეც მოხდა შეთანხება“, – განაცხადა კახა კალაძემ

მსგავსი თემები