“საინვესტიციო პროექტებს 0%-იანი ათვისება აქვს და კიდევ იქით გვიწევს ჯარიმების გადახდა“ – დავით ჭიჭინაძე

 „ქვეყნის ინფრასტრუქტურა, რეგიონალური განვითარება, რეგიონებს შორის კოორდინაცია – ეს არ არის მარტივი საქმე და მინისტრი, რომელიც ამ თანამდებობას იკავებს, დარგის პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს და არა ადამიანი, რომელსაც კანცელარიის იქით არ უმუშავია.

სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ საინვესტიციო პროექტებს 0%-იანი ათვისება აქვს და კიდევ იქით გვიწევს ჯარიმების გადახდა.“ – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა , „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აუდიტის სამსახურის დასკვნას, რომლის მიხედვითაც 2019 წელს, 243 მილიონი ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა.

„ ანუ რა გამოდის? ქვეყანა სესხულობს, პროცენტი ჩართულია და ფული გაჩერებული! რაც ნიშნავს იმას, რომ ფული არ იხარჯება,  სამუშაო ადგილები არ იქმნება და შემოსავლები აკლდება ბიუჯეტს.

 შესაბამისად ზარალიც ორმაგია, რასაც ემატება ლარის კურსი, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო გარბის.

ეს კატასტროფა კი, ჩვენი მთავრობის უთავბოლობის, არაპროფესიონალიზმის ბრალია და ასევე, კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე. რადგან არ შეიძლება ამხელა თანხა ძირითადად მათმა „საშინაო“ კომპანიებმა აითვისონ.

ამის ნათელი მაგალითი კი, თუნდაც ის არის, რომ დღესაც იგივე კომპანიებია რაც „ნაციონალების“  დროს.  არც იმ კომპანიების რაოდენობა გაზრდილა, ვინც დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეასრულებს, იმიტომ რომ,  კალაძე იქნება თუ ვინც გინდა, როგორც ჩანს „შეჩვეულ ჭირთან“ ურთიერთობა ურჩევნიათ.

რადგან, ადრეც  ხომ ერთნი იყვნენ და შეხმატკიბულებულადაცცხოვრობენ, მაშინ ფული ვერ გაიყვეს, ახლა უბრალოდ პროპორციები  გადანაწილდა სხვანაირად,“ -აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები