“საზღვარგარეთ მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა ძალიან შეზღუდული აქვთ” – ვლადიმერ კონსტანტინიდი

“მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე 10 000-მდე ადამიანი საქართველოში უკვე დაბრუნდა”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

ვლადიმერ კონსტანტინიდის განმარტებით, საზღვარგარეთ ბევრ ადამიანს აღარ ჰქონდა საშუალება, რომ უბრალოდ, ბინის ქირა გადაეხადა.

„შესაბამისად, ჩვენმა საელჩოებმა ადგილზე მოახერხეს მობილიზება და ამ ადამიანებს შესთავაზეს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები. რა თქმა უნდა, ეს არის საკვები და წყალი, რაც ყველა ადამიანს სჭირდება და ჰუმანიტარული კრიზისების დროს უპირველესია.

ეს არის სამედიცინო ხასიათის დახმარებები – მოქალაქეებს, ძირითადად საუბარია ევროპის ქვეყნებზე, ძალიან შეზღუდული აქვთ წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე, რაც შექმნილი ვითარების გამო საავადმყოფოების გადატვირთულობას უკავშირდება.

ხშირია შემთხვევა, როდესაც, თუ უკიდურესი აუცილებლობა არ დგება, ადამიანების სტაციონალური მომსახურებაც არ ხორციელდება და ბევრ ადამიანს უწევს, სახლში გაიაროს მკურნალობის კურსი, საუბარი არ არის მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებზე“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

მსგავსი თემები