საზაფხულო არდადეგები კლასებს სხვადასხვა რიცხვებში დაეწყებათ

2018-2019 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის დასრულების თარიღი ცნობილია. 

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, სკოლებში არდადეგების დაწყების თარიღები კლასების მიხედვით განსხვავებული იქნება. არდადეგები 3 თვეს გასტანს და 2019-2020 სასწავლო წელი 16 სექტემბერს განახლდება.

საზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღები კლასების მიხედვით ასე გამოიყურება:

საგაზაფხულო არდადეგები, I კლასს – 28 მაისს დაეწყება; II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI კლასელებს – 15 ივნისს, ხოლო XII კლასს – 21 მაისს. 

მსგავსი თემები