“სადაც არ უნდა გვყავდეს ოჯახი, სიყვარული ყველაფერია” – ბარაკ ობამა სანტა კლაუსის ფორმაში

“ჰო, ჰო, ჰო… შობას გილოცავთ!!” – ამ სიტყვებით მიულოცა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ვაშინგტონის ბავშვთა ჰოსპიტალის პაციენტებს. აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ჰოსპიტალში, სანტა კლაუსის ქუდში გამოწყობილი და საჩუქრებით სავსე ტომრით მივიდა. ყოფილმა პრეზიდენტმა საჩუქრები ბავშვებთან ერთად, ჰოსპიტლის თანამშრომლებსაც გადასცა.

“სადაც არ უნდა გვყავდეს ოჯახი, სიყვარული ყველაფერია” – უთხრა ჰოსპიტალში მყოფ ბავშვებს ბარაკ ობამამ. ვაშინგტონის ბავშვთა ჰოსპიტალს 2009-14 წლებში ტრადიციულად ბარაკ ობამას მეუღლე მიშელ ობამა სტუმრობდა.

მსგავსი თემები