საბერძნეთში მოკლული ქართველი გოგონას ყოფილი მეუღლე დანაშაულს არ აღიარებს

„ირგვლივ ყველა ისეთი უცოდველი, კეთილი და სათნოა, ალბათ, ჯოჯხეთში მარტო მე მოვხვდები“. ეს “პოსტი” საბერძნეთში მოკლულ ქართველ გოგონას ეკუთვნის. როგორც ჩანს, მოკლული გოგონა გარკვეულ საფრთეს გრძნობდა კიდეც.

რამდენიმე დღის უკან, საბერძნეთში მოკლული 29 წლის ქეთი სუთიძის მკვლელობისთვის დაკავებულთან ადვოკატი, ათენის ციხეში დღეს პირველად შევიდა. ქეთის ყოფილი მეუღლე შალვა ქათამაძე გოგონას მკვლელობას არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისი საცხოვრებელიც კი არ იცოდა სად იყო.

„როგორც ადვოკატს და პოლიციელებს დაკავებულმა განუცხადა, დანაშაული მას არ ჩაუდენია და ყოფილ მეუღლესთან შეხება არ ჰქონია. ის არ აღიარებს, რომ მეუღლე მან მოკლა. არც იმას აღიარებს, რომ მეუღლეზე ადრეც უძალადია და მისთვის შეურაცხყოფა მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებითაც მიუყენებია. არადა, ჩვენ ეჭვი სწორედ მასზე გვაქვს. მან და მისმა ოჯახმა იცოდა, რომ ქეთი 2 დღის განმავლობაში არ გამოჩენილა და არავის უნახავს, თუმცა, ამის შესახებ არც პოლიციაში განუცხადებია და არც ნათესავებისთვის უთქვამს რამე. რატომ მალავდნენ ამას“ – უყვება „მედიაცენტრ მთავარს“ მოკლული ქეთის ახლო ნათესავი.

მოკლული გოგონა საბერძნეთში წლების წინ ცხოვრობდა, შემდეგ საკუთარ სახლში – ქუთაისში დაბრუნდა საცხოვრებლად. 1 წლის უკან კი იძულებული გახდა, სამუშაოდ ისე საბერძნეთში წასულიყო. ამჯერად ის „ეკსოებზე“, ე.წ. საათობრივ ანაზღაურებაზე მუშაობდა.

მოკლულ გოგონას 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ისინი, ჯერჯერობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილის დასთან, ათენში რჩებიან.

შეგახსენებთ, რომ ქეთი სუთიძე ათენში, ნაქირავებ ბინაში მოკლული იპოვეს. ის ტყავის ქამრით იყო გაგუდული. დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ბმული: https://mcm.ge/

მსგავსი თემები