საბერძნეთში დაკარგული ქართველი გოგონა იპოვეს

საბერძნეთში დაკარგული, 32 წლის ქართველი გოგონა, სალომე გოგინაშვილი იპოვეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული გოგონა ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს. ამჟამად სხვა დეტალები უცნობია.

ცნობისთვის, საბერძნეთში, 32 წლის გოგონას დაკარგვის შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახის წევრებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს.

მსგავსი თემები