საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა მორწმუნეებს მოუწოდა, აღდგომის დღესასწულზე შინ ილოცონ

საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა მორწმუნეებს მოუწოდა, აღდგომის დღესასწაულზე შინ ილოცონ, შეასრულონ ხელისუფლების რეკომენდაციები პანდემიასთან დაკავშირებით და ყური არ უგდონ მათ, ვინც რწმენის სახელით დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.

სინოდის გადაწყვეტილებით, სააღდგომო ლიტურგია დახურულ კარს მიღმა ჩატარდება და მას სასულიერო პირების მინიმალური რაოდენობა დაესწრება. მრევლი ეკლესიაში არ დაიშვება. წირვისთვის თვალყურის მიდევნების საშუალება მორწმუნეებს ინტერნეტით, ტელევიზიითა და რადიოთი ექნებათ.

სინოდის გადაწყვეტილებით, თუ პანდემიის გავრცელების მძიმე ფონი გადავლილი იქნება, მრევლი და ეკლესია აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის ცერემონიალს ერთობლივად, 26 მაისის ღამეს დაესწრებიან, როცა ხდება აღდგომის დღესასწაულის წარგზავნა და ბოლოჯერ იგალობება „ქრისტე აღსდგა“.

„ეს არ იქნება აღდგომის დღესასწაული, არამედ უბრალოდ ცერემონიის აღნიშვნა“ – ნათქვამია სინოდის განცხადებაში

მსგავსი თემები