საბერძნეთიდან საქართველოს 121 მოქალაქე სპეციალური რეისით ჩამოფრინდა

დღეს, საბერძნეთიდან საქართველოს 121 მოქალაქე სპეციალური რეისით ჩამოფრინდა. მგზავრები სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, სადაც 14 დღეს დაჰყოფენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, მსგავსი რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან მომდევნო დღეების განმავლობაშიც შესრულდება.

მსგავსი თემები