საბანკო დავალიანებების ჩამოსაწერად შექმნილი ვებსაიტი დღეიდან ამოქმედდება – პრემიერი “შავ სიებზე”

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2019 წელს, დაახლოებით 600 ათასი მოქალაქე შეხვდება  ვალების გარეშე და აღარ იქნებიან ე.წ. შავ სიაში. ვებსაიტი, რომელიც საბანკო დავალიანებების ჩამოსაწერად შეიქმნა, დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება და მოქალაქეები დარეგისტრირებას შეძლებენ.

როგორც მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პირველი ორი დღის განმავლობაში საიტზე ჩაეშვება „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ ბაზები.

“მე განვაცხადე, რომ 15 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, პერიოდულად ამოვიღებდით ჩვენს მოქალაქეებს ე.წ. შავი სიიდან. დღეს, 18:00 საათზე ჩაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი შეძლებს დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე დიდ, კერძო ორგანიზაციაზე. მუშაობა მიმდინარეობს 24-საათიან რეჟიმში. ინფორმაცია არის ძალიან მასშტაბური და ფონდი „ქართუ“ ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი შეხვდება ახალ წელს ამ მტკივნეული პრობლემის გარეშე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები