საარჩევნო უბნები გაიხსნა, ყველაზე უხუცესი ამომრჩეველი 126 წლისაა – “მედიაცენტრი მთავარი” ბაქოდან 

ზუსტად 08:00 საათზე აზერბაიჯანში საარჩევნო უბნები გაიხსნა. ამ ეტაპისთვის, საარჩევნო უბნებთან ამომრჩეველთა აქტიურობა არ შეინიშნება. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, მოსახლეობა საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად, საარჩევნო უბანზე 09:00 საათიდან დაიწყებს მისვლას.

ზოგადად, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საარჩევნო განწყობა არც იგრძნობა და მოსახლეობა ჩვეულებრივი რიტმით ცხოვრობს. არანაირი დაპირისპირება, არანაირი პლაკატებით აჭრელებული ქუჩები და არანაირი ხმაური.   

დღეს, აზერბაიჯანს ერთპალატიანი პარლამენტი ჰყავს, სადაც არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ტარდება.  საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. აზერბაიჯანში სულ 125 საარჩევნო ოლქი გაიხსნა და თითო ოლქიდან ერთი დეპუტატი უნდა აირჩიონ. რაც შეეხება საარჩევნო უბნების რაოდენობას, მთლიანობაში, 5573 უბანი მუშაობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მაზაჰირ პანაჰოვის ინფორმაციით, ამომრჩეველთა შორის, ყველაზე უხუცესები 126 და 108 წლის მოქალაქეები არიან.

რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების საჭიროებას, აღნიშნული ინიციატივა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ეკუთვნის. მან საკმაოდ ამბიციური და ხმამაღალი განცხადება გააკეთა, რომ საკანონმდებლო ორგანოს არსებული შემადგენლობა მის ხედვებთან და პოლიტიკასთან განსხვავებული იყო და ვადამდელი არჩევნების საკითხი დააყენა. ამასობაში, მან ხელისუფლებაში საკადრო პოლიტიკას გაატარა, კადრები შეამცირა და გზა ახალგაზრდებს გაუხსნა, რითაც მან ამომრჩეველთა გული მოიგო. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები ვადაზე ადრე იმართება.

საარჩევნო სუბიექტთა 79% მამაკაცები წარმოადგენენ, 21% კი – ქალები. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის მაზაჰირ პანაჰოვის ინფორმაციით,  მთლიანობაში, დღეს, „მილი მეჯლისი“ აზერბაიჯანის  5 329 460 მოქალაქემ უნდა აირჩიოს.

თუ მოსახლეობის აქტიურობა აქ იქნა, შესაძლებელია, მეორე ტურის შესაძლებლობაც გამოიკვეთოს, რაც აზერბაიჯანში, ვადამდელი არჩევნების მსგავსად, არასდროს მომხდარა.  

იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლებიც ტარდება, არჩევნების პირველადი მონაცემები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გახდება ცნობილი. საარჩევნო უბნები კი 19:00 საათზე დაიხურება. “მედიაცენტრი მთავარი” არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას უწყვეტ რეჟიმში შემოგთავაზებთ.  

„მედიაცენტრი მთავარი“  ბაქოდან

მედიაცენტრი მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები

3 Thoughts to “საარჩევნო უბნები გაიხსნა, ყველაზე უხუცესი ამომრჩეველი 126 წლისაა – “მედიაცენტრი მთავარი” ბაქოდან ”

  1. Excellent read, I just passed this onto a friend who was doing a little research on that. And he just bought me lunch since I found it for him smile Thus let me rephrase that: Thank you for lunch!

  2. You could certainly see your expertise in the paintings you write. The arena hopes for more passionate writers like you who are not afraid to mention how they believe. At all times go after your heart. “The only way most people recognize their limits is by trespassing on them.” by Tom Morris.

  3. Way cool, some valid points! I appreciate you making this article available, the rest of the site is also high quality. Have a fun.