საარჩევნო უბნების 32 % დათვლილია

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ ეტაპისთვის დათვლილი საარჩევნო უბნებიდან მიღებულ შედეგებს აქვეყნებს. ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, პირველადი, წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 57% მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 262 826 ხმა. ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 195 305 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 43%-ია. როგორც ჟვანიამ აღნიშნა, წარმოდგენილი ინფორმაცია 1181 საარჩევნო უბანიდან მიღებული შედეგებია. მისივე ინფორმაციით, დათვლილი უბნები საერთო უბნების მხოლოდ 32%-ია.

მსგავსი თემები