“რთულია დაიჯერო, რომ ეს იყო დამოუკიდებელი მოქმედება” – მარიამ ჯაში ჯგუფზე, რომელმაც კანონპროექტი ჩააგდო

“რთულია, დაიჯერო, რომ ეს იყო დამოუკიდებელი მოქმედება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა კითხვაზე მოქმედებდა თუ არა გუნდი, რომელმაც კანონპროექტი ჩააგდო, დამოუკიდებლად, საპასუხოდ განაცხადა.

ყოფილი დეპუტატის თქმით, ბიძინა ივანიშვილსა და უმრავლესობის სხვა წევრებს არასდროს ჰქონიათ საწინააღმდეგო პოზიცია.

“ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბ-ნ ბიძინასა და უმრავლესობის სხვა წევრებს არასდროს ჰქონია საწინააღმდეგო პოზიცია, მაგრამ ვიცით რა, არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს უმრავლესობა ყოველთვის ეთანხმებოდა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილებებში, რთულია, დაიჯერო, რომ ეს იყო დამოუკიდებელი მოქმედება”, – განაცხადა ჯაშმა.

მარიამ ჯაშის შეფასებით, პოლიტიკოსები, რომლებიც ითხოვენ სააკაშვილისა და ბოკერიას რეჟიმის დასჯას, ისინიც კი ერთი მაგიდის ქვეშ გაერთიანდნენ. ეს კი, ყოფილი დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან არასწორი ნაბიჯი იყო. 

მსგავსი თემები