რუსი ტურისტები ვითარებას ფორს-მაჟორულად აფასებენ და ჯავშნისთვის გადახდილ თანხას უკან ითხოვენ

რუსი ტურისტების მიერ სასტუმროების ჯავშნის გაუქმებამ, შესაძლოა, სამართლებრივი დავები წარმოშვას. დავა წინასწარ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ეხება. თანხის დაბრუნება კი ხელშეკრულებაზეა დამოკიდებული.

კერძოდ, რა შეთანხმება არსებობს მხარეებს შორის. როგორც სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციიის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ თავარს“ განუცხადა, ემბარგოს შემდეგ, რუსი ტურისტები, სასტუმროებში ჯავშნის გაუქმებას და თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ, რასაც, შესაძლოა, სამართლებრივი დავები მოჰყვეს.

 „საკმაოდ რთული სიტუაციაა. ძალიან ბერი რუსი ტურისტი, ვისაც თანხა წინასწარ ჰქონდა ჩარიცხული, ამ ფაქტს ფორსმაჟორად განიხილავს და თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. რა თქმა უნდა, ეს არის სასტუმროს მენეჯმენტზე დამოკიდებული. ზოგი სასტუმრო უარს ამბობს იმ მოტივით რომ ეს არ არის ფორსმაჟორი. ჩვენ შეგვიძლია ავუხსნათ რომ ჩვენთან არაფერი მომხდარა, ფორსმაჟორი არ არის და საქართველოში ჩამოსვლა ალტერნატიული გზებით შევთავაზოთ“, – განუცხადა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთაარს“.

მისივე თქმით, ტურისტებისთვის ფულის დაბრუნება სასტუმროს მხრიდან, მათ მენეჯმენტზე და პოლისზეა დამოკიდებული. „ის სასტუმროები ვისაც ფული აქვს აღებული, დაუბრუნებენ თუ არა ეს უკვე სამართლებრივ დავაში გადავა. ხშირ შემთხვევაში, ეს სასტუმროს მენეჯმენტზეა დამოკიდებული და იმ პოლისზე რაც სასტუმროს აქვს. მაგალითად, ზოგ სასტუმროს, 2 კვრაში, ჯავშნების – 100% გაუუქმდა, ზოგს – 1 კვირაში – 50% დაბრუნება, ან საერთოდ არა. საკმაოდ ბევრი სამართლებრივი დავა შეიძლება წარმოიშვას,“ – აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები