რუსთავის #5 სკოლაში ხმაურია, მშობლები იმ მოსწავლის გარიცხვას ითხოვენ ვინც მასწავლებელი კიბიდან დააგორა

რუსთავის # 5 საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეები და მათი მშობლები არიან შეკრებილები. მათი მოთხოვნაა, მეექვსე კლასელმა გოგონამ, რომელმაც მასწავლებელი კიბეებიდან დააგორა, სკოლა დატოვოს.

სკოლაში რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელიც გამოჩნდა, რომელმაც კონკრეტული მოსწავლე სკოლიდან გაიყვანა. როგორც თამარ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, ის კანონის შესაბამისად მოქმედებს და რესურსცენტრი კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავს.

რაც შეეხება სკოლის ეზოში მიმდინარე პროტესტს, როგორც მშობლები, ისე მოსწავლეები ითხოვენ, კონკრეტულმა მოსწავლემ სკოლა დატოვოს და სხვაგან გადავიდეს.

მუსიკის მასწავლებელი, რომელიც აცხადებს, რომ მოსწავლემ ხელი კრა და კიბეებზე დააგორა, ტვინის შერყევით, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

მსგავსი თემები