რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი  წევრის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა. თავად საკრებულოს წევრს ჯერჯერობით კოვიდ-19 დადასტურებული არ აქვს, თუმცა მას ვირუსის სიმპტომები აღენიშნება.

ამ დროისთვის რუსთავის საკრებულოს 20-მდე დეპუტატი, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე თვითიზოლაციაში იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, საკრებულოს წევრის დედა ეროვნული ბანკის თანამშრომელია, რომელსაც კიდევ ექვს თანამშრომელთან ერთად კოვიდ-19 დაუდგინდა.

მსგავსი თემები