რუსთაველის გამზირზე შენობების ფასადიდან ავარიული ელემენტები მოხსნეს

თბილისის ცენტრალურ ნაწილში, კერძოდ, რუსთაველის გამზირის N34-სა და N36-ში მდებარე შენობების ფასადიდან ავარიული ელემენტები მოიხსნა. გადაწყვეტილება მთაწმინდის რაიონის გამგეობამ დაზიანებული ელემენტების ფრაგმენტულად ჩამოშლის გამო მიიღო, რასაც შესაძლოა, მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხე შეექმნა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მთაწმინდის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ფასადის გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობისას ტროტუარზე ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება დროებით შეიზღუდა.

მათივე თქმით, მსგავსი შემთხვევების გამოვლენისას, მოქალაქეთა უსაფრთხების უზრუნველსაყოფად, გამგეობა შესაბამის ზომებს დაუყონებლივ მიიღებს.

ადგილზე რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და გამგეობის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

მსგავსი თემები