რუსთაველის გამზირზე, სამართალდამცველებმა გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან სამართალდამცველებმა ავტობუსებით გზა გადაკეტეს. გარდა ამისა, გზაზე პოლიციის კორდონი განთავსდა. უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცველები ორ პარალელურ აქციას გამიჯნავენ.

პარლამენტის შენობის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს, ხოლო პუშკინის სკვერში არიან შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტთან 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აქციებს მართავენ.

მსგავსი თემები