რუსთაველის გამზირზე, ნარჩენების გადამამუშავებელი 80 ურნა დაიდგა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ნარჩენების – ქაღალდის, პლასტიკატის, მინისა და შერეული ნარჩენების  სეპარირებისთვის განკუთვნილი 80 ურნა დაიდგა.

ახალი ურნები, თბილისის საკრებულოდან, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიამდე განთავსდა. პარალელურად, განხორციელდა არსებული, ძველი ურნების დემონტაჟი.

ნარჩენების სეპარირების სისტემაზე საქართველო 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა გადავიდეს, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულებაა.

სეპარაციის სისტემის დანერგვისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, გასულ წელს თბილისის მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და საპილოტე პროექტიც განხორციელდა.

მსგავსი თემები