რუსეთში ფანჯრიდან, ბოლო პერიოდში მესამე ექიმი გადავარდა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებული სასწრაფო დახმარების ექიმი ალექსნადრე შულეპოვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ვორონეჟის ოლქში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მამაკაცი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ქალა-ფუძის მოტეხილობით იმყოფება.

ექიმმა ალექსნადრე შულეპოვმა, თავის კოლეგა ალექსანდრე კოსიაკინთან ერთად ვიდეო ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ თავად კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა მუშაობის გაგრძელებას აიძულებენ. ასევე კოსიაკინი აცხადებდა, რომ ექიმებს დამცავი ტანსაცმლით არ უზრუნველყოფდნენ და კორონავირუსზე ტესტირებას არ უკეთებდნენ.

ჯანდაცვის ადგილობრივ დეპარტამენტში ამ განცხადებებს სიყალბე უწოდეს. რუსული მედია წერს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის დროს, ფანჯრიდან უკვე მესამე ექიმი გადავარდა.

მსგავსი თემები