რუსეთს ევროსაბჭოში უფლებამოსილება აღუდგინეს – 6-მა ქვეყანამ სესია დატოვა

საქართველო, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, სლოვაკეთი – ეს ის ქვეყნებია, რომელთა წარმომადგენლებმაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას პროტესტი გამოუცხადეს და სხდომათა დარბაზი დატოვეს.  

პროტესტი კი რუსეთის ფედერაციისთვის ​ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილების სრულად აღდგენა გახდა. სესიაზე, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ისინი ბრუნდებიან სახლში, რომ კონსულტაციები გამართონ პარლამენტთან და მთავრობასთან, ასამბლეის შემდეგ სესიებზე „ერთობლივი მოქმედებების შემუშავებისთვის“.

რუსეთს ევროსაბჭოში უფლებამოსილება ყირიმის ანექსიის გამო შეუჩერეს. 

მსგავსი თემები