„რუსეთი ფრენებს რაც უფრო მალე აღადგენს, მით უკეთესი იქნება” – ნათია თურნავა

“საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით კონკრეტული ვადების თქმა გამიჭირდება, რადგან შეჩერების გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, რაც უფრო მალე განახლდება პირდაპირი ავიარეისები რუსეთსა და საქართველოს შორის, ორივე მხარისთვის კარგი იქნება.

„რუსეთ-საქართველო შორის ფრენები რაც უფრო მალე აღდგება, მით უკეთესი იქნება ორივე მხარისთვის. ჩვენ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს. რაც შეეხება ფრენების აღდგენას, არაერთხელ გვითქვამს – რადგან ფრენების შეჩერებამ დააზარალა უბრალო ადამიანები, ჩვენი ოჯახები, მცირე ბიზნესი და საოჯახო სასტუმროები, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით თუ ეს გადაწყვეტილება გადაიხედება და ფრენები აღდგება. ჩვენი შესაბამისი სამსახურები, ვინც საჰაერო სივრცის საკითხებს განაგებს, მზად არიან და უკვე გარკვეული წერილობითი კომუნიკაცია ჰქონდათ, საჭიროების შემთხვევაში დიალოგში ჩაერთონ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები