რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ – “ევროპული საქართველო” პარლამენტს რეზოლუციას წარუდგენს

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატები დღეს, 3 დეკემბერს, რუსეთის მიერ უკრაინის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებების დაგმობის თაობაზე “ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს განიხილავენ.

როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ. დოკუმენტის არსი იმასი მდგომარეობს, რომ  საქართველოს პარლამენტმა, როგორც საგარეო კურსის განმსაზღვრელმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპაციასთან და ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიცია გამოხატოს.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ უკრაინასთან მიმართ მორიგი აგრესიული ნაბიჯი გადადგა და თავს უკრაინულ ხომალდებს დაესხა, რომლებიც ქერჩის სრუტეში გადაადგილებას ცდილობდნენ.

პროექტში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციამ დაკეტა ქერჩის სრუტე, შეზღუდა იქ გადაადგილების თავისუფლება და უკრაინული ხომალდების მისამართით ცეცხლი გახსნა, რასაც უკრაინის ხომალდების დაზიანება, უკრაინელი სამხედროების დაშავება და ტყვედ აყვანა მოჰყვა.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები სერგი კაპანაძე და გიორგი კანდელაკი.

მსგავსი თემები