“რუსეთი მზად არის, საპარლამენტო დიალოგი საქართველოსთან და უკრაინასთან სრულად აღადგინოს” – კოსაჩევი

“რუსეთი მზადაა, სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი უკრაინასთან და საქართველოსთან”, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, რუსი პარლამენტარები მზად არიან სრულად აღადგინონ საპარლამენტო დიალოგი, როგორც მათ თანამოაზრეებთან, ისე ოპონენტებთან.

„მინდა ჩემი კოლეგების, რუსი პარლამენტარების სახელით, დავადასტურო ჩვენი მაქსიმალური მზადყოფნა, რომ სრულად აღვადგინოთ ჩვენი საპარლამენტო დიალოგი როგორც ჩვენს თანამოაზრეებთან, ისე ჩვენს ოპონენტებთან”, – განაცხადა კონსტანტინ კოსაჩევმა.

Russia Today-ის მიერ ორგანიზებულ ვიდეოხიდში პარტია “ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძეც მონაწილეობდა.

მსგავსი თემები