“რუსეთის სტრატეგიაა, შეინარჩუნოს მუდმივი დაძაბულობა და დაპირისპირება საქართველოში” – გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკიმ სოფელ ატოცში განვითარებული მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ დღეს არსებული ვითარება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ დატოვებული მემკვიდრეობაა.

დეპუტატის თქმით, რუსეთის მიზანია, საქართველოში მუდმივი დაძაბულობა და დაპირისპირება იყოს.

„რუსეთს ადვილად და სწრაფად შეეძლო, 2008 წლიდან მოყოლებული ოკუპაციის შემდეგ, მთლიანად მოექცია ბორდერის ქვეშ მთელი ეს ხაზი, რომელიც ჩამოაყალიბა 2007 წლის მაისის ბრძანებულების მიხედვით მიხეილ სააკაშვილმა, როგორც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. როგორც დამპყრობელი ტერიტორია, ეს მისთვის არ წარმოადგენდა არანაირ სიძნელეს. 11 წლის განმავლობაში შეეძლო, ეს გაეკეთებინა, მაგრამ მისი პოლიტიკა, სტრატეგია არის, შეინარჩუნოს მუდმივი დაძაბულობა და დაპირისპირება საქართველოში, მათ შორის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. ესაა რეალობა, რასაც ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მსოფლიო მუდმივად იყოს საქმის კურსში, რუსეთი მუდმივად იყოს პრესის ქვეშ და ის ხალხი, ვინც ცხოვრობს საოკუპაციო ხაზთან, იყოს სახელმწიფოსაგან განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ. აი, ეს არის რეალობა, რაშიც დღეს გვაცხოვრებს ის მემკვიდრეობა, რაც დაგვიტოვა სააკაშვილი ხელისუფლებამ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები