რუსეთის პატრიარქის ინსტრუქციების თანახმად, ზიარება მხოლოდ ერთჯერადი ჭურჭლით უნდა მოხდეს

მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილმა კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პროფილაქტიკის მიზნით სანიტარული ზომების ინსტრუქცია დაამტკიცა.

კერძოდ, ინსტრუქციების თანახმად, ბარძიმიდან ზიარების მიღება მხოლოდ ინდივიდუალურად, ერთჯერადი ჭურჭლით უნდა მოხდეს. გარდა ამისა, დიდი ყურაღება უნდა დაეთმოს სანიტარული და ჰიგინეური ნორმების დაცვას, მათ შორის ჭურჭლების სისუფთავეში შენახვა, სივრცეების განიავება, ხელების დეზინფექცია და მღვდელმსახურებისთვის სიცხის გაზომვა.

ასევე მღვდელმსახურებს რეკომენდაცია ეძლევათ, ხელი არ გაუწოდონ მრევლს ამბორისთვის, ხოლო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ჯვარი მრევლის წევრებს თავზე დაადონ, რათა ჯვარზე მთხვევა არ მოხდეს. რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღნიშნეს, რომ ამ ზომებს დროებითი ხასიათი აქვს და მათეს სახარებას ციტირებენ, სადაც წერია: „არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი“.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 93 ფაქტია დადასტურებული.

მსგავსი თემები