“როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს, უარს არ გეტყვით” – პატრიარქი

პატრიარქმა მრევლს, სრულიად საქართველოს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღე მიულოცა. ილია მეორემ წმინდა მღვდელმთავრის შესახებ იქადაგა, თუ რამდენად სასწაულმოქმედია და შემწეა მათი, ვინც წმინდა ნიკოლოზს თხოვნით მიმართავს.

,,წმინდა ნიკოლოზი იყო მოწყალე – მშობელია, მოწყალე მამაა, თავის ცხოვრებაში ყველა ადამიანს წმინდა ნიკოლოზის მოწყალება გამოუცდია. არ ყოფილა შემთხვეა, რომ არ აგისრულოს თხოვნა წმინდა ნიკოლოზმა. მოწყალეა, მარტო ქრისტიანებს კი არა, მუსულმანებსაც ეხმარება“, – განაცხადა პატრიარქმა.

მსგავსი თემები