“როდესაც ტექნიკა იწვის, ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ” – შს მინისტრი პანკისში ჩავიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პანკისის ხეობაში ჩავიდა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ამ დროისთვის ჰესის მშენებლობის შეჩერების საკითხზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს.

„მე ვფიქრობ, რომ როდესაც შსს-ს ჰყავს 15 მოსამსახურე დაზარალებული, როდესაც ტექნიკა იწვის, ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესზე ვისაუბროთ შემდეგ. თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს აქ დგას, იცავს ყველას ინტერესს, მათ შორის სოფელ ბირკიანის მოსახლოების ინტერესსაც. მოხდა რაღაც ექსცესი, რის გამოც დაიძაბა სიტუაცია და მოვერევით ყველაფერს. ისე მივხედავთ, როგორც საჭიროა“, – განაცხადა მინისტრმა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ხეობაში დილიდან დაძაბული ვითარებაა. პანკისის ხეობის მცხოვრებლები, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, პოლიციას რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისყტროში ბრიფინგიც იგეგმება.

მსგავსი თემები