როგორ გარემოში ჩატარდება უმაღლესი სასწავლებლების ფინალური გამოცდები?

საქართველოში ფინალური გამოცდები შეზღუდვების შემსუბუქების მე-6 ეტაპზე ჩატარდება. თუკი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ფინალური გამოცდების ჩატარებას შიდა საგამოცდო სივრცეებში გადაწყვეტენ, უსაფრთხო გარემო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად უნდა უზრუნველყონ.

ვალდებულებები საგამოცდო ცენტრებისთვის ასეთია:

გამოცდაზე სტუდენტების მიღებისას, ერთ სივრცეში დაკავებული უნდა იყოს სამუშაო ფართის 50%;

მაგიდების განლაგებისას გამოიყენება პრინციპი: სამუშაო სივრცის ყოველ 5მ2 ფართობზე დასაშვებია მხოლოდ 1 ადამიანი;

არ დაიშვებიან საგამოცდო ცენტრში პედაგოგები და სტუდენტები ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე;

სტუდენტები მაგიდებთან არ უნდა განთავსდნენ ერთმანეთის პირისპირ;

საგამოცდო ცენტრში სტუდენტების მისაღებად გამოიყენება ცვლებში მუშაობის რეჟიმი;

ყოველი ცვლის შემდეგ უნდა იყოს სანიტარული შესვენება;

სასწავლო დაწესებულებამ საგამოცდო დარბაზის შესასვლელში უნდა განათავსოს ხელის დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი;

გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის უნდა არსებობდეს დახურული კონტეინერები, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი.

მსგავსი თემები