როგორ აღვიდგინოთ იმუნიტეტი – რჩევა

“რადგან ჩვენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნა მოგვიწია, ამან იმუნურ სისტემაზე ზემოქმედება მოახდინა”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ზაფხულს მშვიდად, ემოციების გარეშე უნდა შევხვდეთ. მზეზე რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ და შემოდგომას მომზადებულები შევხვდებით.

„იმუნური სისტემის რამდენიმე ასპექტი არსებობს: სტრესებისგან თავისუფალი გარემო, ფიზიკური აქტივობა, ძილის მოწესრიგება და ბალანსირებული კვება. თუ ეს ყველაფერი მოწესრიგდება ჩვენ იმუნური სისტემის აღდგენა არ გაგვიჭირდება“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მსგავსი თემები