როგორია იმ პაციენტის მდგომარეობა, ვისაც გამოჯანმრთელებულის პლაზმა გადაუსხეს? – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულის პლაზმა გადაუსხეს, გაუმჯობესდა.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, გადარჩება თუ არა ავადმყოფი, თუმცა სპეციალისტებს ამის იმედი აქვთ.

„2 დღის წინ ჩვენ განვახორციელეთ პირველი გადასხმა ასეთი პლაზმის მძიმე პაციენტზე, 83 წლის ქალბატონზე, რომელიც ძალიან მძიმე იყო და რომელთან მკურნალობის სხვა მეთოდები არაეფექტური გამოდგა. ამ მომენტისთვის პაციენტი კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული მისი გადარჩენა მოხერხდება თუ ვერა, მაგრამ ყველაზე მძიმე წუთები, ვფიქრობ, უკან არის და ჩვენ იმედის თვალით ვუყურებთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები

3 Thoughts to “როგორია იმ პაციენტის მდგომარეობა, ვისაც გამოჯანმრთელებულის პლაზმა გადაუსხეს? – თენგიზ ცერცვაძის განმარტება”

  1. I love it when individuals come together and share thoughts.
    Great site, stick with it!

  2. Pretty great post. I just stumbled upon your blog and wanted to
    mention that I have really loved browsing your weblog posts.
    After all I’ll be subscribing in your feed and I hope
    you write again soon!

  3. kaufen is generika

    a20a canada meds 360 is