რითი წამლავენ ცხოველებს ზოოპარკში – ზურაბ გურელიძე „მედიაცემტრ მთავარში“

ზოოპარკში ცხოველების გამოკვება კატეგორიულად იკრძალება და მკაცრად კონტროლდება. როგორც აღმოჩნდა, ბავშვები და არა მხოლოდ ისინი, ცხოველებს ისეთ საკვებს აწვდიან, რომელიც მათთვის საწამლავია.

როგორც თბილისის ზოოპარკის დირეატორმა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ზოოპარკის დამთვალიერებლის მხრიდან ცხოველის გამოკვების აკრძალვის ერთ-ერთი მიზეზი დაავადების გადატანაცაა.

“დამთვალიერებლის მხრიდან, ცხოველის გამოკვებას და კონტაქტს საკმაოდ მკაცრადაც ვაკონტროლებთ. ჯერ არ გვქონია შემთხვევა, როცა ცხოველიდან ადამიანზე რაიმე დაავადება გადავიდა, თუმცა, იმ დიდ ზოოპარკებში, სადაც ცხოველთა გამოკვება დასაშვები იყო, მსგავსი შემთხვევებიც მომხდარა. არსებობს რისკი, რომ დაავადების გადატანა ორმხრივად მოხდეს – ცხოველიდან ადამიანზე ან პირიქით – ადამიანიდან ცხოველზე,”-განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

ზურაბ გურიელიძე ზოოპარკის დამთვალიერებლებს მიმართავს, არ გამოკვებონ ცხოველები თვითნებურად, რადგან მათ თავიანთი რაციონი აქვთ. კვების დარღვევამ შესაძლოა ცხოველის სიკვდილი გამოიწვიოს.

“ცხოველებს აქვთ მათი შესაბამისი რაციონი. როცა ამ რაციონის ათვისება არ ხდება, ამ რაციონში შეგვაქვს გარკვეული ცვლილებები. თუ ცხოველი არ ჭამს, ესეიგი რაღაც პრობლემა არსებობს. როდესაც გარეშე პირის ცხოველს აჭმევს, ჩვენ ვერ ვგებულობთ რა ჭამა. საზოგადოება არც ისე გაცნობიერებულია ცხოველებთან დაკავშირებით, რომ თითოეული ცხოველის რაციონი იცოდეს. მაგალითად პოპკორნი, რომელსაც ხშირად უყრიან ცხოველებს, ცხოველებისთვის საწამლავია. იგივე, კამფეტები, რომელსაც ხშირად უგდებენ, ცხოველები ვერ ინელებენ და პრობლემები ექმნებათ. ეს არის მიზეზები, რის გამოც, დამთვალიერებელს ცხოველთან კონტაქტი და მისი გამოკვება ეკრძალება,” – განუცხადა ზურაბ გურიელიძემ “მედიაცენტრ მთავარს”.

მსგავსი თემები