“რთული იყო მთვარეზე გაფრენის ოცნების ახდენა, ახლა კი სხვა ოცნება გვაქვს” – სალომე ზურაბიშვილი

“რთული იყო მთვარეზე გაფრენის ოცნების ახდენა, ახლა კი სხვა ოცნება გვაქვს, ამბიციური გლობალური პროგრამა, რომელიც მარტივ გზავნილად შეიძლება​ ფორმულირდეს – მიწაზე დაბრუნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ერთხელ ვცხოვრობთ და ერთი პლანეტა გვაქვს გადასარჩენი.  

„50 წლის წინ ოცნება გვქონდა, ადამიანმა მთვარეზე დაადგა ფეხი. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, თუ რამდენად რთული იყო ამ ოცნების განხორციელება, რა სერიოზული ადამიანური, ფინანსური, სამეცნიერო რესურსები და რამდენი მსხვერპლი დასჭირდა ამას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს შევძელით”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლის დასასრულს.

მსგავსი თემები