“რემდესივირის შესახებ გამოცდილება პირადად მე არ გამაჩნია და ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავუწევ” – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ მის კლინიკაში ანტივირუსულ მედიკამენტ რემდესივირს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ არ იყენებენ.

ლევან რატიანის განმარტებით, არსებობს უამრავი ფაქტი, რომლის თანახმად, რემდესივირი მკვეთრ დადებით შედეგს არ იძლევა ახალი კორონავირუსული ინფექციის მკურნალობისას, შესაბამისად მედიკამენტს რეკომენდაციას ვერ გაუწევს.

„ვარ რეანიმატოლოგი, მკურნალი ექიმი, ჩვენი სახელმწიფო პროტოკოლის ერთ-ერთი ავტორი ვარ, სადაც შეყვანილია რემდესივირით მკურნალობა, მაგრამ ჩვენს კლინიკაში რემდესივირთერაპია ამ ეტაპამდე არ გამოიყენება, რადგან არსებობს უამრავი ფაქტი და რწმუნება, რომ რემდერსივირთერაპია დადებით მკვეთრ შედეგს არ იძლევა. აქედან გამომდინარე, ამ პრეპარატის შესახებ გამოცდილება პირადად მე არ გამაჩნია და ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავუწევ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი თემები